საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნარკოპოლიტიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ნარკოპოლიტიკის თემაზე დისკუსიას მართავს.

კერძოდ, საქმე ეხება 2019 წლის 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოპოლიტიკის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო საპატიმრო სასჯელის გამოყენება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, ან ერთჯერადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობის შეძენა-შენახვაზე, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან აგრესიულ ქცევას. საკითხზე მომუშავე მხარეები ამბობენ, რომ რთულია მკაფიოდ გაიმიჯნოს რომელი სუბსტანცია იწვევს სწრაფ შეჩვევას დისკუსია სწორედ ამ საკითხს ეძღვნება.