ჰელსინკის კომისიის ბრიფინგი

12:05, 11.02.2026

„ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ასე ჰქვია ბრიფინგს, რომელსაც ჰელსინკის კომისია, სავარაუდოდ დღეს, გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, განსხვავებული აზრის დასასჯელად გადადგმულ ნაბიჯებს.

ჰელსინკის კომისიისგან პოზიტიურს არაფერს ელოდებიან მმართველ გუნდში. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ამ ბრიფინგზე ხელისუფლების მისამართით უმძიმესი განცხადებები გაჟღერდება.

მსგავსი