საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა ჟენევაში

18:30, 26.01.2026

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში. მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია. ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე  პარლამენტის, ცესკოს, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე წუთის წინ მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი