ეუთო-ს 24 ქვეყნის გადაწყვეტილება – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
დიდმა ბრიტანეთმა და ეუთო-ს 23-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისიას დაევალება: „მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება; შეაფასოს ამ მოვლენების გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე; ასევე მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ“. განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან.