სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველო ადამიანების ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამია, რომელიც გლობალური მასშტაბით ადამიანების ტრეფიკინგის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მსხვერპლთა გამოვლენაზე მომუშავე მობილური ჯგუფების სახელმძღვანელო პრინციპები და დაამტკიცა 2021-22 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. ასევე დააფუძნა შრომის ინსპექციის სამსახური. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეს არის გაუმჯობესება 2019 წლიდან, თუმცა შრომის ინსპექცია კვლავაც განიცდის თანამშრომლების, რესურსების და ტრენინგების დანაკლისს. „მთავრობამ არ შექმნა მიგრანტი მუშახელისთვის ნებართვების გაცემის სისტემა, არ გასცა ლიცენზია და არ გაუწია მონიტორინგი დამსაქმებელ სააგენტოებს. მთავრობამ არასაკმარისი საჯაროობით წარმოადგინა მისი საქმიანობის ადეკვატური საზოგადოებრივი შეფასებები ან ინფორმაცია ამ საქმიანობის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში კი დააკლდა გამჭვირვალობა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.