რაში იხარჯება „ფორმულას“ მიერ ლობისტებისთვის გადახდილი თანხა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, გასული ექვსი თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

კორნერ სტოუნის“ ჯგუფმა ტელეკომპანიასთან კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პირები, რომლებთანაც კომპანიის წარმომადგენლები შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდნენ. მათ შორის არიან აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების თანამშრომლები, მრჩევლები, ასისტენტები, სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები.

რა საკითხების ლობირებას მოხმარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 110 ათას დოლარად გაფორმებული კონტრაქტი და როგორ აფასებენ ამას თბილისში, თეონა ხუბულავა გვეტყვის.