სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პატელს კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებით, მსგავსი კანონმდებლობა კრემლში და სხვაგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და რეპრესიების მიზნით გამოიყენება.