პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები აშშ-ს უნივერსიტეტებში

მწვავე პროტესტი ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

შეერთებული შტატების უნივერსიტეტები პალესტინის მხარდამჭერმა აქციებმა მოიცვა. დაკავებების, სასწავლებლების ადმინისტრაციების მიერ მიღებული ზომების და დისციპლინარული სასჯელების მიუხედავად, პროტესტი და გამოსვლები მაინც არ წყდება. მოთხოვნაა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა. სტუდენტებს ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ. დაწყებულია კონტრაქციებიც.