მეთიუ მილერის განცხადება

„გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავისი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება“, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ ილაპარაკა.