სადეზინფექციო სამუშაოები სკოლებში

მოსწავლეთა მისაღებად მზადება სკოლებში დასრულებულია. შენობები აღჭურვილია პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. შესაბამისი მარაგები სკოლებს საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ მშობლების ინფორმირება ინტენსიურად მოხდება.

მოამბე

დატოვე კომენტარი