საჩუქრები წარჩინებული მოსწავლეებისთვის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის საჯარო სკოლების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 15 ახალგაზრდას საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერები გადასცა. აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარე მოსწავლეებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა და განათლების ხელშეწყობაზე, სასწავლო გარემოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ესაუბრა. შეხვედრას სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.