განათლების მინისტრის შეხვედრა მოსწავლეების მშობლებთან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ დამსწრეებს განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ასევე – ინფრასტრუქტურის განვითარებას.