მზადება სასკოლო სეზონისთვის

12:16, 17.08.2025

განათლების მინისტრის მოადგილე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლებში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს-ოთახი.

მსგავსი