პირველკლასელთა რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით 

21:52, 09.03.2026

კიდევ ერთი სიახლე პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში.

ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით მოხდება. ეს იმას ნიშნავს რომ კონკრეტულ სკოლაში ჩარიცხვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ ბავშვებს, რომლებიც ამ სკოლის სიახლოვეს ცხოვრობენ. რეგისტრაციის ეს ეტაპი 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ელექტრონულად წარიმართება. შემდეგი ეტაპი უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყება. ცვლილებებს განათლების სამინისტრო, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკოლებში რეგისტრაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას უკავშირებს. თუმცა ბავშვებს, მათთვის სასურველ სკოლაში მოხვედრის შანსებიც რჩებათ. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იმოქმედებს 12 ქალაქში.

როგორ ხვდებიან სიახლეებს მშობლები და საჯარო სკოლების ადმინისტრაციები – ნახეთ გვანცა ცისკაძის სიუჟეტი.

 

მსგავსი