საჯარო სკოლების მშენებლობა
საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს აგრძელებს რეგიონებში მუნიციპალური განვითარების ფონდი. მესტიაში, სოფელ იდლიანში, ნაკრასა და იფარში შენდება თანამედრო სტრანდარტების შესაბამისი 90 მოსწავლეზე გათვლილი, საგანმანათლებლო დაწესებულებები. სასწავლო სივრცეებში მოეწყობა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკები, ასევე სპორტული მოედნები. განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.