საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურ ფაზაშია. ახალი სასწავლო წლისთვის განახლდა სკოლების ნაწილი, ასევე აშენდა ახალი დაწესებულებები.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებსა და ინვენტარს – მინისტრის თქმით, ეს საკითხი მაქსიმალურ კონტროლზეა და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სკოლების შესაბამისი აღჭურვილობით მობილიზება.