შეხვედრები საჯარო სკოლებში
განათლების მინისტრი გლდანის რაიონში 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს გაეცნო. გივი მიქანაძემ ასევე შეხვედრა გამართა სკოლების დირექტორებთან, რესურსცენტრის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.