საკანონმდებლო ცვლილებები – განმარტება
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში“ პირველი ნოემბრიდან შესული ცვლილებები კვლავ ვნებათაღელვის თემაა.
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებების მიხედვით, მასწავლებლებს, რომლებიც საჯარო სკოლებში არიან დასაქმებულები, სკოლის დირექტორის თანხმობის გარეშე დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება არ შეეძლებათ. მათ შორის, შეეზღუდებათ სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება.
განათლების სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ და განმარტებას აკეთებენ – განათლების მინისტრის მოადგილეს ცარო კირვალიძე ესაუბრა.