თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი, 17 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და მისი მოცულობა 2 მილიარდ 211 მილიონ ლარამდეა. თბილისის ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე, დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს. გაზრდილ ბიუჯეტში თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯებია გათვალისწინებული. გაზრდილი ბიუჯეტის ნაწილი, გზების მშენებლობა- რეაბილიტაციასაც მოხმარდება.