რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ექიმმა დაუდასტურა. მამაკაცი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ჯართის მიმღებ პუნქტში გაზის ბალონი აფეთქდა. გარდაცვლილი ამავე პუნქტის თანამშრომელი იყო. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური არიან მობილიზებულნი.
ასევე მსხვერპლი მოჰყვა მუხიანის დასახლებაში აფეთქებას, შედეგად 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მეზობლების ინფორმაციით, მათ გუშინ საღამოს ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ადგილზე მისულ სახანძრო სამაშველო სამსახურს კი მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. აფეთქების ზუსტი მიზეზების დასადგენად საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.