ტერაქტი სტამბოლში

ექვსი წლის შემდეგ სტამბოლი ისევ ტერორისტების სამიზნე გახდა.

ქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანია დაღუპული, 81 კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდა. ქალი, რომელმაც ისთიქლალის გამზირზე ასაფეთქებელი ნივთიერება მიიტანა და ტერორისტული აქტი მოაწყო, დაკავებულია. ოფიციალური ანკარა ტერაქტში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ადანაშაულებს, დანაშაულის დაგეგმვის ადგილად კი სირიის ქალაქ აინ ალ არაბის აცხადებს. ქალაქში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. აფეთქებასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით აყვანილია 40-ზე მეტი ეჭვმიტანილი.

გუშინდელმა მძიმე ფაქტმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ანკარა ვაშინგტონის სამძიმარს არ იღებს და ამერიკის სენატს ქობანის ტერორისტული ზონების დაფინანსებაში სდებს ბრალს.