ქუთაისი-თერჯოლის გზაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა

15:20, 07.07.2023

აფეთქება ქუთაისი-თერჯოლის გზაზე. ცეცხლი გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს გაუჩნდა. ალი სადგურზე გადავიდა, რამაც საბოლოოდ აფეთქება გამოიწვია. მსუბუქად დაშავდა ერთი ხელოსანი. დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიის შენობა. ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სასწრაფო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

მსგავსი