ნაღმების საფრთხე შავ ზღვაში

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. მკაცრად კონტროლდება ბათუმის სანაპიროს ის ნაწილი, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. ამ დროის მონაცემებით, აფეთქება მცურავმა საზღვაო ნაღმმა გამოიწვია. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ანალოგიური ასაფეთქებელი მოწყობილობები ბოლო ერთ წელში შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებშიც აღმოაჩინეს, მათი გახშირება დიდი ალბათობით რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. გამოძიების დაწყების პარალელურად ახლა შავი ზღვის სანაპირო ზოლში მონიტორინგი ტარდება, ათვალიერებენ ნავსადგურებსაც. პრევენციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იგეგმება სპეციალური ბანერების განთავსებაც.

გამორიყული და ხმელეთთან ახლოს აფეთქებული ნაღმი – გენო ოსიყმაშვილი გვეტყვის, რა ზომები ტარდება გაზრდილი რისკების დასაზღვევად და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.