ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის ახალი იერსახე.
რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. კონცეფციის მიხედვით, ეს იქნება 12 ჰექტარზე მოწყობილი ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც სარეკრეაციო, საგამოფენო, საკონცერტო, სპორტულ და სამუშაო სივრცეებს გააერთიანებს. მუხიანის დასახლებაში მდებარე ობიექტზე შესაძლებელი იქნება მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაც. ტერიტორიის ნაწილი რამდენიმე დღეში უკვე ხელმისაწვდომი გახდება. აუქციონის გზით გაყიდულ ადგილზე რეკონსტრუქციის სამუშაოები 2023 წელს დაიწყო. მასშტაბური პროექტის დასრულება მომდევნო წლისთვის არის დაანონსებული.