ყაზახეთში, კოსტენკოს შახტში აფეთქება მოხდა

ყაზახეთში, კოსტენკოს შახტაში აფეთქება მოხდა – შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, 14 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მომენტში შახტაში 252 თანამშრომელი იმყოფებოდა, მათგან 208 მიწის ზედაპირზე უკვე ამოყვანილია. 18 სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მომხდარის გამო, ყაზახეთის პრეზიდენტმა კომპანიასთან, რომელიც მაღაროში სამუშაოებს ატარებდა, თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.