აფეთქება მაჰაჩყალის ავტოგასამართ სადგურზე

18:21, 15.08.2023

მაჰაჩყალაში ავტოგასამართ სადგურზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის სამი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აღემატება. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. წინასწარი ვერსიით, აფეთქება ავტოსერვისის შენობაში მოხდა, რომელიც ავტოგასამართი სადგურის სიახლოვეს მდებარეობდა. ხანძარი თავად სადგურზეც გავრცელდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდარის გამო, დაღესტნის რესპუბლიკაში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი