ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა

ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა.სიბიესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისფაჰანის აეროპორტთან. გავრცელებული ცნობით, აფეთქება მოხდა ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს. ადგილობრივი მედია სამ აფეთქებაზე წერს.

ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რეგიონში დაცულია ყველა ობიექტი, მათ შორის მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტები.სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმას ისფაჰანის მახლობლად რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტი საგრძნობლად არ დაუზიანებია. ამასთან, სახელმწიფო მედიის განცხადებით, მტრის თვითმფრინავი არ შესულა ირანის საჰაერო სივრცეში.

ამერიკელი ოფიციალური პირების დადასტურების მიუხედავად, რომ ირანის მიმართულებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, თავად ისრაელს ამ დროისთვის არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა. ირანის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანში თავდასხმის გამო, შეჩერებული ფრენები უკვე აღდგა.