აფეთქება ირანში

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ირანისკენაა მიმართული.

ბოლო მონაცემებით, სამგლოვიარო ცერემონიის დროს მომხდარ ორ აფეთქებას 103 ადამიანი შეეწირა. დაჭრილია ათეულობით პირი. ოფიციალური თეირანი მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და თელავივს ემუქრება. ისრაელის ხელისუფლება ამ ეტაპზე დუმს.
ქალაქ კერმანში მომხდარ შემზარავ ფაქტს ტერორისტულ აქტად აცხადებს ევროკავშირი და ქვეყნების ნაწილი. ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ირანის „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა. ცერემონიაში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა.