აფეთქება სომალის დედაქალაქ მოგადიშოში

18:16, 30.10.2022

სომალის დედაქალაქში განხორციელებული ორმაგი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანია დაღუპული. დაშავდა 300-მდე პირი. სამიზნე ქვეყნის განათლების სამინისტრო და ერთ-ერთი სკოლა იყო. სომალის პრეზიდენტის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ადგილობრივი მთავრობა ტერაქტების განხორციელებაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს.

 

მსგავსი