აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე

15:06, 07.04.2024

ორი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ბოჭორმის 12 ნომერში დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენას სამართალდამცველები ცდილობენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე საპოლიციო მოქმედებები გრძელდება.

მსგავსი