როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ამოცანებს

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ამოცანებს. თემაზე  ვრცელი ანგარიში „ღია საზოგადოება საქართველომ“ და მისმა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. მონიტორინგში ასახულია მიღწევები და ხარვეზები 2017 წლიდან დღემდე, ექვსი მიმართულებით.

ესენია ანტიკორუფციული სისტემის რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებები, სოციალური პოლიტიკა, ბავშვთა და ქალთა უფლებები და გარემოს დაცვის მიმართულება.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, პროგრესი არათანაბარია და ცვლილებები ფორმალურ ხასიათს ატარებს, რომელიც პრაქტიკაში ვერ სრულდება. ანგარიში ამბობს, რომ პრობლემაა საჯარო დაწესებულებებში სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსი და ფინანსები. ანგარიში კრიტიკულია მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებითაც.