ცვლილებები სასამართლო სისტემაში

12:15, 29.11.2025
სასამართლო სხდომისას მობილური ტელეფონის ჩამორთმევა გამონაკლისი იქნება და არა სავალდებულო წესი – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. საერთო სასამართლოების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ეხმაურება. მისი განმარტებით, ცვლილებები ძალაში 2025 წლის ივნისში შევიდა, სწორედ ამიტომ, მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია მან აჟიოტაჟი ახლა.
მისივე განცხადებით, აკრძალვის მთავარი მიზეზი მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებაა. რაც შეეხება იმას, თუ ვის ჩამოერთმევა მობილური ტელეფონები, გვრიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას ვითარებიდან გამომდინარე, მანდატური და მისი ხელმძღვანელი მიიღებენ. 

მსგავსი