ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საპარლამენტო ასამბლეას რეკომენდაციით მიმართავს ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება დროებით და კონკრეტული დათქმით გაუგრძელდეს.
შესაბამისი რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ხვალ სესიაზე წარადგენენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში მონიტორინგის კომიტეტი ინიციატივით გამოდის საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების 2025 წლის აპრილამდე გაგრძელების თაობაზე. თუმცა, დოკუმენტში საუბარია კონკრეტულ დათქმებზე. მათ შორის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წამოიწყოს ინკლუზიური პროცესი; აღმოფხვრას საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებული ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.