გაზის გამათბობლებთან დაკავშირებული საფრთხეები

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პრობლემა, რომლის მოგვარება, კანონის გამკაცრების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაზის გამათბობლების კუსტარული ან არასწორი მონტაჟი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დღემდე გამოწვევად რჩება. გაფრთხილებების და კონტროლის გამკაცრების ფონზე ყველა მონიტორინგი საკმაოდ ბევრი დარღვევის დაფიქსირებით სრულდება. ბოლო მონაცემებით, ბუნებრივი აირის დანადგარების არასწორად ან თვითნებურად დამონტაჟების ასეულობით შემთხვევა ფიქსირდება დედაქალაქში, ვითარება კიდევ უფრო მძიმეა რეგიონებში. და ეს მაშინ, როცა ბოლო წლებში მომხდარი უბედური შემთხვევების ძირითადი მიზეზი სწორედ გამათბობლების არასწორად დაყენებაა.