შრომის უსაფრთხოება – დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა
სამუშაო ადგილებზე დაზიანებების მიღების და სიკვდილიანობის სტატისტიკა კვლავ მაღალია.
კანონის გამკაცრებიდან შვიდი წლის თავზე წარმოების და მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება. უბედური შემთხვევების შემცირების ტენდენცია ბოლო წლებში შეიმჩნევა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი მაინც საგანგაშოა. მარტო 2024 წელს დასაქმების ადგილებზე, ძირითადად კი მშენებარე ობიექტებზე, 33 ადამიანი დაიღუპა, 257 კი დაშავდა. პრობლემის მიზეზად კანონში გაწერილი რეგულაციების და სტანდარტების დარღვევა და საკანონმდებლო ნორმების აღსრულებაზე არასაკმარისი მონიტორინგი სახელდება.