ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში

15:20, 26.04.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იშტვან ნაძს და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს, ჩაბა ლანტოს შეხვდა. საუბარი შეეხო პარტნიორულ ურთიერთობებსა და მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებს, ასევე, საინვესტიციო გარემოს.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა – შეიმუშავა და განახორციელა რეფორმები სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

მსგავსი