სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

18:38, 12.01.2026

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების პირველი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

გამოცემა მომზადებულია კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში. სახელმძღვანელო შექმნილია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.

მსგავსი