რეორგანიზაცია ტელეკომპანია „იბერიაში“

რეორგანიზაცია ტელეკომპანია „იბერიაში“. თანამშრომლების ინფორმაციით, ამის შესახებ ხელმძღვანელობისგან დილით გამართულ თათბირზე გაიგეს. მათივე ცნობით, „იბერიაზე“ ახალი ამბები ეთერში აღარ გავა.

რეორგანიზაციის მიზეზებზე არხის ხელმძღვანელობის მხრიდან განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა.

ტელეკომპანია „იბერია“ 2000 წელს დაარსდა და მისი მფლობელი „ომეგა ჯგუფია“. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ „იბერიაში“ სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. 2013 წელს „ომეგა ჯგუფმა“ მაუწყებლობის ლიცენზია დაიბრუნა და 2015 წლის სექტემბერში საერთო მაუწყებლობით გავიდა ეთერში.