ცოცხალი ჯაჭვი  

„ვარდების რევოლუციიდან“ დღეს 18 წელი გავიდა.

ამ დღის აღსანიშნავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ცოცხალი ჯაჭვით ხელისუფლებას შეახსენეს, რომ „ვარდების რევოლუცია“ ახსოვთ. ამასთან, ისინი მიხეილ სააკაშვილს 18 წლის წინ განვითარებული მოვლენების გამო მადლობას უხდიან.