რა ხდება ტელეკომპანია „იბერიაში“

ხმაურიანი განცხადებების გამო მეორე დღეა, ტელე-კომპანია „იბერია“ მედიის და მესამე სექტორის ყურადღების ცენტრშია.

პრემიერ-მინისტრი  ხელისუფლების მხრიდან არხზე რაიმე სახის ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს და მწვავე ბრალდებებს შანტაჟად აფასებს. ტელევიზიის ჟურნალისტების სახელით გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არხის დამფინანსებელი კომპანია ფინანსური დარტყმის ქვეშაა და ის ტელევიზიის წინააღმდეგაა მიმართული. უკვე დღეს  „იბერიას“ დამფუძნებლის პოზიცია შედარებით შერბილებულია.

ანა ბროლაძე არკვევდა, რა ხდება 2014 წელს ხელახლა გახსნილ ტელე-კომპანიაში, რომლის დამფინანსებელმა ფინანსური პრობლემების გამო კონკურენტ კომპანიასთან 2016 წელს სამართლებრივი დავა  დაიწყო.