"ოჯთ" ქარხნა ამუშავდა

“ომეგა ჯგუფში” შემავალმა კომპანია ”ო ჯი თი”-მ მუშაობა განაახლა – ფინანსთა სამინისტრომ ნებართვა მილიონი ლარის გადახდის შემდეგ გასცა. კომპანია, რომელსაც 52 მილიონზე მეტი დავალიანება ჰქონდა, ჯარიმის გადახდა დაიწყო. შემოსავლების სამსახურმა კი, კომპანიის თხოვნის საფუძველზე, მათ ანგარიშს ინკასო მოხსნა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მუშაობას განაახლებს ტელეკომპანია იბერიაც“, თუმცა, ზუსტი დრო არაა ცნობილი. კითხვის ნიშნის ქვეშაა თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანებების გადახდის საკითხიც. თემა, რომლიც ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან აქტიურად განიხილებოდა, დღესაც შეფასებების საგანი იყო.