მანიფესტი და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

როგორ განვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“, დარჩება თუ არა ნიკა მელიას გუნდი პარტიის მიღმა – ეს კითხვა უფრო მეტად აქტუალური „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გახდა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინიციატივაზე – „ერთობის მანიფესტზე“ ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებულ მელიასა და მის თანამოაზრეებს ხელი არ მოუწერიათ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შედგენილ 11-პუნქტიან მანიფესტზე ხელის არმოწერა კი, პარტიის მოქმედი მენეჯმენტის განცხადებით, „ენმ“-ის დატოვებას გულისხმობს. ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე საუბრისგან ღონისძიებაზე შეკრებილებმა თავი შეიკავეს. ამ ეტაპზე ბუნდოვანია მელიას გუნდის პოზიციაც.