„ვარდების რევოლუციიდან“ 20 წელი გავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით „ვარდების რევოლუციის“ იდეები 20 წლის შემდეგ ისევ აქტუალურია. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ საქართველო აქცია თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ.
თარიღის აღნიშვნა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, რადგან მათი განცხადებით, 2003 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას არაერთი ოჯახი და ადამიანი გახდა სისტემის მსხვერპლი. ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტია დანაშაულებრივ ქმედებებს დღემდე არ აღიარებს.