„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო. “ომეგა ჯგუფში” შემავალმა თამბაქოს კომპანია ოჯთ“- მ თანხის ნაწილი უკვე გადარიცხა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა, იმისთვის, რომ დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია „ოჯთ“-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს ინკასო მოხსნა, ასევე ყადაღა მოეხსნა საბრუნავ საშუალებებს. „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის განცხადებით, დღის წესრიგში დგას ტელეკომპანია “იბერიის” მაუწყებლობის აღდგენაც, თუმცა, ეს დროის საკითხია.

 

დატოვე კომენტარი