საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა – მხარეთა პოზიციები

21:17, 21.11.2026

სარჩელი ნომრით 1979, ზუსტად ერთი თვე და 17 სხდომა – საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირა ძირითადად მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. მოსარჩელე მხარე ცდილობდა, პლენუმისთვის აეხსნა, რატომ წარმოადგენენ ასაკრძალთა სიაში მყოფი პარტიები საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის და რამდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას.

მიმდინარე კვირის სხდომებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენებს არ აღიარებს, სისტემურ დანაშაულებს ემიჯნება და, მეტიც, ზოგ შემთხვევაში, ცალკეულ გადაცდომებს უწოდებს იმას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არის დადასტურებული. ოპოზიცია მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტებით პარტიების აკრძალვის აუცილებლობა არ დასტურდება. მეტიც, მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნას არაფერი აქვს საერთო ყოფილი ხელისუფლებების მმართველობის წლებთან. სარჩელის განხილვა 24 ნოემბერს განახლდება. 

მსგავსი