აფეთქება ფონიჭალაში – ვითარება შემთხვევის ადგილზე
ექვსი დაღუპული, მათ შორის ორი მცირე წლოვანი და ხუთი დაშავებული – 2026 წლის 19 ნოემბერი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ ჩაიწერა. ქვემო ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილას ამ დრომდე მიაქვთ ყვავილები და სათამაშოები.
დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები გარდაცვლილებს და სამი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ – დილას, როდესაც ხუთსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა და მისი ერთი ნაწილი სრულად ჩამოიშალა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.