საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან განახლდება. მანამდე კი რიგით მეჩვიდმეტე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს შეკითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუსვეს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები, რევოლუციის არაერთი მცდელობა და ოთხ ოქტომბერს მიმდინარე ძალადობრივი პროცესები გაიხსენეს. თუმცა, მიუხედავად ფაქტებისა, ექსპრეზიდენტის პარტიაში კვლავ კატეგორიულად უარყოფენ მათ წინააღმდეგ სარჩელში არსებულ ბრალდებებს და ისევ უარს აცხადებენ პასუხიმგებლობის აღებაზე.