საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

12:15, 22.11.2026

„ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამშაბათიდან განახლდება. მანამდე კი, რიგით მე-17 სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს შეკითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუსვეს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა კი, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები, რევოლუციის არაერთი მცდელობა და 4 ოქტომბერს მიმდინარე ძალადობრივი პროცესები გაიხსენეს. თუმცა მიუხედავად ფაქტებისა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გუნდში კვლავ კატეგორიულად უარყოფენ მათ წინააღმდეგ სარჩელში არსებულ ბრალდებებს და ისევ უარს აცხადებენ პასუხისმგებლობის აღებაზე.

მსგავსი