დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობა“ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის აღსანიშნად ემზადება. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ 23 ნოემბერს საზეიმოდ მოეწერება ხელი ერთობის მანიფესტს, რომლის მიღებისკენაც პარტიას მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა. ცნობილია, რომ პარტიიდან გარიცხავენ იმ პირებს, რომლებიც მანიფესტს არ შეუერთდებიან. უცნობია, რას აპირებს ნიკა მელია, რომელიც პარტიის მენეჯმენტს სტრატეგიას უწუნებს და ამბობს, რომ საკუთარი ქმედებით ისინი ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მმართველ გუნდში აფასებენ.