„ომეგა ჯგუფის“ დირექტორის განცხადება

„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არ აქვთ, თუმცა სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს მაინც ვერ იღებენ.

კომპანიის გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, 12 ნოემბერს კომპანიამ აქციზური მარკების შეკვეთა გააფორმა და შემოსავლების სამსახურიდან დასტურიც მიიღო. მოგვიანებით კი, შეკვეთა გაუქმდა. მისივე ინფორმაციით, აქციზური მარკების მიღების მიზნით „ომეგა ჯგუფმა“ შეკვეთა განმეორებით, 3 დეკემბერს განათავსა, თუმცა ახალი შეკვეთის დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა.